---
title: "მუხლი 56⁴. პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-4"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "56^4"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56⁴. პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 56⁴ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-4

1. მ აუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

3. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ პირის პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/56-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/57.md
