---
title: "მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/60"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "60"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/60

1. პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია თავის ქსელში გაატაროს ერთი პირის ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში არსებული არაუმეტეს 5 ტელემაუწყებლისა. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/59-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/61.md
