---
title: "მუხლი 69. პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/69"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "69"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/69

1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაში ჩარევა.

2. აკრძალულია შემდეგი პროგრამების სპონსორობა: ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილების სახით გადაიცემა); ბ) პროგრამები პოლიტიკურ საკითხებზე; გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/69-1.md
