---
title: "მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/75"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "75"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/75

1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით.

2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.

3. (ამოღებულია - 23.12.2017, №1928) .

4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76.md
