---
title: "მუხლი 76¹. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების გამართვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და მაუწყებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი დროებითი წესი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-1"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "76^1"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76¹. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების გამართვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და მაუწყებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი დროებითი წესი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 76¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-1

1. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო დებატების გამართვისას გამოიყენება ამ კანონის 55-ე მუხლი, თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე და 186-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისას გამოიყენება ამ კანონის 66-ე მუხლი, თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე და 186-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე მაუწყებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 191-ე მუხლით. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6727 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-2.md
