---
title: "მუხლი 76⁴. მაუწყებლის მიერ ამ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქციების აღსრულების დროებითი წესი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-4"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "76^4"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76⁴. მაუწყებლის მიერ ამ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქციების აღსრულების დროებითი წესი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 76⁴ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-4

მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54 1 , 54 2 , 55 3 , 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−54 2 , 55 3 , 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/76-5.md
