---
title: "მუხლი 18. განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/18"
law: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "18"
identifier: "14-39"
adopted: "2016-05-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 18 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/18

1. ამ მუხლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების საქალაქო განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება, განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების გზით.

2. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონირების ცენტრალურ ზონაში, შუალედურ ზონაში და გეგმარებით კარკასზე არსებულ მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მიმართ როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე ექსტერიერის ძირეულ რეკონსტრუქციაზე.

3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაზუსტება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

4. (ამოღებულია - 29.03.2024,
№38-26).

5. შენობა-ნაგებობის ფასადსა და სახურავზე გამოყენებული უნდა იქნეს ხანმედეგი და საქალაქო განაშენიანებისთვის შესატყვისი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები.

6. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება:
ა) ნებისმიერი ფორმის მოთუთიებული თუნუქი (დაცვითი საფარისა და შეღებვის გარეშე);
ბ) ნებისმიერი ფორმის შიფერი;
გ) ფიქალი (გარდა საკულტო ნაგებობებისა).

7. სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა.

8. შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილი კ-1 ან/და კ-2 კოეფიციენტის მაჩვენებლის გადამეტების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით ცენტრალურ, შუალედურ ზონებში და გეგმარებით კარკასზე შესაძლებელია შესაბამისი მაკომპენსირებელი ღონისძიების (მათ შორის შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებები) განსაზღვრა.

9. სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტების დაპროექტება-მშენებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მომსახურება არ ხორციელდებოდეს ან/და მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს გზიდან/ქუჩიდან.

10. ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:
ა) განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს;
ბ) წინა ქვეპუნქტში აღნიშნული საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების მოწყობა ფართობის შეუზღუდავად დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადზე ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადზე.
ბ
​1
) შენობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) დაპროექტება-მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობა/გაგრილების მოწყობილობა/დანადგარების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ამ მუხლისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
გ)
სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდეს შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული შენობა/ფართი არ იძლევა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით კონდიცირების მოწყობილობა/დანადგარების განთავსების შესაძლებლობას. მათი განთავსება შესაძლებელია ქუჩის მხარეს,  ნაკლებად აღქმად ადგილას,  დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) შემოსვა-შენიღბვის პირობით;
დ) ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება  შენობის ფასადზე, ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე;
ე) ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტით.

11. გარე რეკლამის კერძო საკუთრებაში (ან მომიჯნავე კერძო საკუთრებებში) განთავსებისას, თუ ხდება მისი დეტალ(ებ)ის ნებისმიერი ფორმით/ზომით გაცდენა კერძო საკუთრებიდან, საჭიროა გარე რეკლამის განთავსების ნებართვ(ებ)ის მფლობელის თანხმობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელებულ იქნას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, 2021 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვების გაცემის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №7-12 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის  დადგენილება №13-34 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის დადგენილება №53-30 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №64-109 - ვებგვერდი, 05.10.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-79 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №38-26 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/19.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
