---
title: "მუხლი 39². ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით სხვა ღონისძიებების გამოყენება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-2"
law: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "39^2"
identifier: "14-39"
adopted: "2016-05-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 39². ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით სხვა ღონისძიებების გამოყენება — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 39² (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-2

1. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, გარდა ამ წესის 39
​1
მუხლით გათვალისწინებული წესისა, შესაძლებელია განხორციელდეს ასევე, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი პროგრამა/ქვეპროგრამა, ამავე პროგრამის/ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის დადგენილება №10-50 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
თავი V
2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18  - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
