---
title: "მუხლი 39⁹. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წესი და პირობები — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-9"
law: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "39^9"
identifier: "14-39"
adopted: "2016-05-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 39⁹. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წესი და პირობები — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 39⁹ (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-9

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი/გადაცემული მიწის ნაკვეთების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით და კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები, გარდა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესისა. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისას უზრუნველყოფილ, უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთთანაფარდობა.

2. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.

3. იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კ-2 კოეფიციენტის  სრულად ათვისება მიზანშეუწონელია ურბანული, ქალაქგეგმარებითი ან/და სხვა გარემოებიდან გამომდინარე, კ-2 კოეფიციენტის ნაწილი შესაძლებელია გადატანილ იქნეს კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კ-2 კოეფიციენტის გამოთვლას უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული.

5. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა (მათ შორის, მშენებარე, დაუმთავრებელ მდგომარეობაში), სადაც ფიზიკური პირები 2013 წლამდე ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ცალკეულ ინდივიდუალურ ფართებს და აღნიშნული ფაქტი დასტურდება შესაბამისი რაიონის გამგეობის შუამდგომლობით/წერილით. აღნიშნული ფართები უნდა ჩაითვალოს კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა/გადაცემა განხორციელდა 2018 წლამდე.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია, წარმოადგენდეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირები ან/და მათ მიერ წარმოდგენილი მშენებლობის განმახორციელებელი პირი.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონაში და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილება №12-35 - ვებგვერდი, 19.05.2026 წ.
თავი VI
გარდამავალი დებულებები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/40.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
