---
title: "მუხლი 39. ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39"
law: "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "39"
identifier: "14-39"
adopted: "2016-05-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 39. ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 39 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39

1. ახალი მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში საზოგადოებრივი გზის მიღმა  ავტოსადგომი უნდა მოეწყოს ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. თითოეული ფუნქციის ობიექტისათვის ან მისი ნაწილისათვის, საზოგადოებრივი გზის მიღმა, ავტოსადგომების ადგილების რაოდენობა არ უნდა იყოს ამავე პუნქტში მოცემულ ცხრილში განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები.
ავტოსადგომები
ზონები
ფუნქცია
ავტოსადგომების
ადგილების
აუცილებელი
რაოდენობა
ცენტრალური
ზონა
გეგმარებითი
კარკასი
შუალედური
ზონა
პერიფერიული
ზონა
საზოგადოებრივი
თავშეყრის
–
–
–
–
საცხოვრებელი
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ     150 მ
​​2
-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ         150 მ
​​2
-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ   150 მ
​​2
-ზე
ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ      180 მ
​​2
-ზე
საოფისე
–
–
–
–
საცალო
ვაჭრობის
ცენტრი
–
–
–
–
სასტუმრო
–
–
–
–
კაფე / რესტორანი
–
–
–
–
სამედიცინო
–
–
–
–
სასაფლაო
ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ
​​2
-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა
ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ
​​2
-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა
ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ
​​2
-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა
ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ
​​2
-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა
შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისთვის კ-2 ფართობის ანგარიშის წესი გამოიყენება იმ ფუნქციურ ზონებშიც, სადაც კ-2 არ განისაზღვრება.
თუ
მიწის
ნაკვეთი
მდებარეობს
ერთზე
მეტი
ტერიტორიულ
-
სტრუქტურული
ზონირების
არეალში
,
ავტოსადგომების
ადგილების
აუცილებელი
რაოდენობის
განსაზღვრა
განხორციელდეს
იმ
ტერიტორიულ
-
სტრუქტურული
ზონის
შესაბამისად
,
რომელიც
შეადგენს
მიწის
ნაკვეთის
ფართობის
არანაკლებ ¾-ს.
წინამდებარე წესების მე
-
15 მუხლის მე-11 პუნქტით
გათვალისწინებული რეგულირების შემთხვევაში, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა დადგენილ იქნეს საპროექტო გადაწყვეტის/მთლიანი ტერიტორიის ჯამური კ-2 საანგარიშო ფართობიდან.

3. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის მოთხოვნა არ ვრცელდება:
ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლით განსაზღვრულ ობიექტებზე;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.

4. თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული ფუნქციის ობიექტები ან მისი ნაწილები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული ფუნქციისათვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

6. ავტოსადგომების ზომების განლაგებისა და გასასვლელების მიმართ მოთხოვნები:
მინიმალური
სიგანე
(მეტრი)
გასავლელის
მიმართ
ავტოსადგომის
განთავსების
კუთხე
(გრადუსი)
გასავლელის
მინიმალური
სიგანე (მეტრი)
მინიმალური
სიგრძე
(მეტრი)
2,5
80-90
6,0
5,5
2,5
60-80
5,5
5,5
2,5
45-60
4,0
5,5
2,5
30-45
3,5
5,5
2,5
პარალელური
3,5
6,5
მინიმალური
სიგანე
(მეტრი)
გასავლელის
მიმართ
ავტოსადგომის
განთავსების
კუთხე
(გრადუსი)
გასავლელის
მინიმალური
სიგანე
(მეტრი)
მინიმალური
სიგრძე
(მეტრი)
2,4
80-90
6,5
5,5
2,4
60-80
6,0
5,5
2,4
45-60
4,5
5,5
2,4
30-45
4,0
5,5
2,4
პარალელური
3,5
6,5
7. (ამოღებულია - 28.02.20 №54-39).

8. ყველა ავტოსადგომს უნდა ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საავტომობილო გზა ან პანდუსი, რომლის სიგანეა:
ა)ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 3,5 მ.
ბ) ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 6,5 მ.
გამონაკლისი:
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კერძო მოხმარების ავტოსადგომის საავტომობილო გზები, სულ მცირე, 2,8 მეტრი.

9. ავტოსადგომის თავისუფალი სიმაღლე ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ფართობებზე არ უნდა იყოს 2,15 მ-ზე ნაკლები.

10. ავტოსადგომის საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი 16%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საავტომობილო გზის ან პანდუსის 12%-დან 16%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო გზის ან პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, ხოლო საავტომობილო გზის ან პანდუსის თარაზულ სავალ ზედაპირზე წრიული გადასვლისას, წრის რადიუსი, სულ მცირე, 20 მეტრი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.
გამონაკლისი:
შენობაში მდებარე ავტოსადგომის სწორხაზოვანი საავტომობილო პანდუსის ქანობი დასაშვებია იყოს 18%-მდე. საავტომობილო პანდუსის 12%-დან 18%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, ხოლო საავტომობილო გზის ან პანდუსის თარაზულ სავალ ზედაპირზე წრიული გადასვლისას, წრის რადიუსი, სულ მცირე, 20 მეტრი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.“.

11. ავტოსადგომის საავტომობილო გზის მოხვევის შიგა რადიუსი, სულ მცირე, 3,5 მ-ია, ხოლო საავტომობილო პანდუსისათვის სულ მცირე – 4,5 მ.

12. პანდუსით ან ნებისმიერი შესასვლელ/გასასვლელით თუ ასევე უნდა ისარგებლოს ფეხმავალმა, სავალდებულოა დამატებით მოეწყოს ტროტუარი არანაკლებ 0,8 მ. სიგანით.

13. დახურული ავტოსადგომებიდან ფეხმავალთა საევაკუაციო გამოსასვლელებს შორის მაქსიმალური მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 40 მ–ს, ხოლო ჩიხურ შემთხვევაში 20 მ–ს.

14. დახურულ ავტოსადგომებში კიბის უჯრედის და ლიფტის ჰოლში შესასვლელი გამოყოფილი უნდა იქნეს ტამბურით, რომლის შიდა გაბარიტები სიგრძე/სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ.

15. ავტოსადგომზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ადგილები  უნდა იყოს დახაზული, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომისა.

16. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა:
ა) თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა–ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით;
ბ) თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.

18. ამ წესების ამოქმედებამდე „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების საფუძველზე მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილება №54-39 - ვებგვერდი, 04.03.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №44-78 - ვებგვერდი, 16.09.2024 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9-15 - ვებგვერდი, 26.02.2026 წ.
თავი V
1
ავარიული შენობა-ნაგებობზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3292207-k-tbilisis-munitsipalitetis-teritoriebis-gamoqenebisa-da-ganashenianeb/39-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
