---
title: "მუხლი 11 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/11"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/11

1. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.

2. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

3. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კოლეგიებში რაც შეიძლება თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

5. კოლეგიის შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში.

6. კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში ვერ მონაწილეობს ამ კოლეგიის ორი წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს მეორე კოლეგიის ერთ-ერთი წევრი (გარდა კოლეგიის თავმჯდომარისა), რომელიც არ შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელ მოსამართლედ. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/12.md
