---
title: "მუხლი 14 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/14"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/14

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი არჩევისთვის საკმარისია კენჭისყრაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრის მხარდაჭერა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების გარდა: ა) ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს; ბ) ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და გაფორმებას; გ) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით; დ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე; ე) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას; ვ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.14 საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/15.md
