---
title: "მუხლი 18¹ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/18-1"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "18^1"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18¹ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 18¹ (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/18-1

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა,  საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლისა, რომელსაც არ უკავია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა, – 8.50-ზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

3. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №828 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/18-2.md
