---
title: "მუხლი 21² — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/21-2"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "21^2"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21² — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/21-2

1. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი მისთვის კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

2. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საერთო წესები.

4. პლენუმის მიერ ამ მუხლითა და ამ კანონის 21 1 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვა არ აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/21-3.md
