---
title: "მუხლი 27 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.

3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

4. (ამოღებულია).

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

6. სასამართლო სხდომაზე არ დაიშვება შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ისინი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.

7. სასამართლო სხდომაზე რადიო-, ტელე-, აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №3069 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.170 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/27-1.md
