---
title: "მუხლი 3 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/3"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/3

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.

2. სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას და მოსამართლის დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე ორგანიზაციული კოდით. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინასწარი თანხმობით. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტს წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს მისი საქმიანობისათვის საჭირო შენობა და სხვა ქონება.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2187 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.288 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/4.md
