---
title: "მუხლი 31⁶ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/31-6"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "31^6"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31⁶ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 31⁶ (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/31-6

1. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ; ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა; თ) ამ კანონის 27 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

2. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ.

3. ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

4. ამ კანონის 21 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს პლენუმს გადასცემს; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ.

5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; ვ) ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების და შეჩერების ვადის შესახებ; თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/31-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/32.md
