---
title: "მუხლი 41 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/41"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/41

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2. ამ საკითხზე დასკვნის მომზადებისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები.

3. (ამოღებულია). საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №1059 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ. 54 საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №475 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.182 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1017 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/41-1.md
