---
title: "მუხლი 43¹ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/43-1"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "43^1"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43¹ — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 43¹ (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/43-1

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. მას ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.

2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღები; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეები და ის მოსამართლეები, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობენ საქმის განხილვაში; დ) სხდომის მდივანი; ე) საქმის დასახელება; ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ; ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი; თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები; ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/44.md
