---
title: "მუხლი 46 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/46"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/46

1. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე თუ: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლოებაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/47.md
