---
title: "მუხლი 48 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/48"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/48

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.

2. არავის არა აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/49.md
