---
title: "მუხლი 53 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/53"
law: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ"
article: "53"
identifier: "matsne 32944"
adopted: "1996-01-31"
consolidated_as_of: "2025-10-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53 — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2025-10-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/53

1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი თავისი დასახელებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზსა და მოსამართლეთა სამსახურებრივ კაბინეტებში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 7 სექტემბრის ორგანული კანონი №3549 - სსმ I, №40, 15.09.2006 წ., მუხ.281

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32944-sakartvelos-sakonstitutsio-sasamartlos-shesakheb/54.md
