---
title: "მუხლი 10¹. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/10-1"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "10^1"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/10-1

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური  წოდებები:
ა)
(ამოღებულია - 21.09.2023, №3510)
;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს:
გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზღვრული ასაკია:
ა) „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის  –  45 წელი;
ბ) „სახელმწიფო დაცვის“ უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკამდე –  50 წელი;
გ) „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისათვის  –  55 წელი;
დ) „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 60 წელი.

3. თანამშრომლის ზღვრული ასაკი, გარდა „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერთა შემადგენლობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. თანამშრომლის ზღვრული ასაკი „სახელმწიფო დაცვის“ პოლკოვნიკისა და „სახელმწიფო დაცვის“ უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

5. თანამშრომლის ზღვრული ასაკის რამდენჯერმე (ნაწილობრივ) გაგრძელების შემთხვევაში გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვადას.

6. „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებების
მინიჭების წესი
განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/10-2.md
