---
title: "მუხლი 15¹⁰. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-10"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "15^10"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹⁰. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 15¹⁰ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-10

1. საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მოწვეული პირები.

2. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. სამსახურის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს მის ატესტაციას.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-11.md
