---
title: "მუხლი 15⁴. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-4"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "15^4"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15⁴. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 15⁴ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-4

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წესდებით.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
თავი IV
1
.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაცია
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/15-5.md
