---
title: "მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/24"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/24

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება:
ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“;
ბ)
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ
1
) „სახელმწიფო  დაცვის სპეციალურ  სამსახურში  საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო  სამსახურის  გავლის  წესის  შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე“;
დ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“;
ე) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება:
ა) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის“ დამტკიცების შესახებ“;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირადობის მოწმობის ნიმუშის“ დამტკიცების შესახებ“;
გ) „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ)
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის, შესწავლისა და მიღების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
ვ)
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ზ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
თ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების, მისი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი.
1996 წლის 20 თებერვალი.
№110–IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/23-2.md
