---
title: "მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/4"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/4

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;
დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;
ე
)
წესრიგი
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
უმაღლეს
ორგანო
თა
და
თანამდებობის
პირთა
სამუშაო
,
მუდმივ
და
დროებით
ადგილსამყოფელ
ტერიტორიაზე
თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.

3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

4. აკრძალულია სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/5.md
