---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და სტრუქტურა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/6"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და სტრუქტურა — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/6

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დანაყოფები) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/5-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/7.md
