---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/8

სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:
ა)
დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და  მუნიციპალიტეტის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;
ბ) დასაცავი პირებისა
და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;
დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
დ
1
) ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაცვის ღონისძიებების განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით მყოფი ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ შესაბამისი დაწესებულებებისა და პასუხისმგებელი პირებისაგან, რომლებიც, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებული არიან შეასრულონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნა;
ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით  სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა,  შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების  დროებით  ჩამორთმევა;
ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები;
ღონისძი­ე­ბა­თა განხორციელებისას ხელ­შეკ­რულე­ბის ან ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორ­გა­ნი­ზა­ციების, აგ­რეთ­ვე კერ­ძო პირების საც­ხოვ­რე­ბელი და არა­საც­ხოვ­რე­ბელი სად­გო­მები, სატრანსპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ი და სხვა ქო­ნე­ბა; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსას­ყიდ­ლო ან სას­ყიდ­ლი­ან
სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ყა­რებული კონფიდენციალური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების,
გენერალური აუდიტორის
, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3952 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2020 წლის
15 ივლისის
კანონი №6999
- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/9.md
