---
title: "მუხლი 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/9"
law: "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 32950"
adopted: "1996-02-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/9

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა:
ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირების მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში და დაცვის ობიექტებზე, ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ)
განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;
ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი;
ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
თავი IV. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32950-sakhelmwipo-datsvis-spetsialuri-samsakhuris-shesakheb/10.md
