---
title: "მუხლი 10². კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/10-2"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "10^2"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/10-2

1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომერციული ბანკი უწყვეტად ახორციელებს საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი მიკრობანკი.

4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კომერციული ბანკი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/11.md
