---
title: "მუხლი 11. კომერციული ბანკების გაყოფა ან შერწყმა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/11"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კომერციული ბანკების გაყოფა ან შერწყმა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/11

1. კომერციული ბანკების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) ან შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია კომერციული ბანკების ისეთი გაყოფა ან შერწყმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

2. ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს კომერციული ბანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7130 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/10-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/12.md
