---
title: "მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/12"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/12

1. კომერციულ ბანკს აქვს წესდება. კომერციული ბანკის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ეცნობება ეროვნულ ბანკს.

2. კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება მისი წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს მის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და უნდა იყოს ფორმალიზებული და ეროვნული ბანკისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი.

3. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს თავის წესდებასა და სხვა შიდაორგანიზაციულ წესებს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც კომერციული ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება აქვთ, მათი ხელმოწერების ნიმუშებს და მათი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ აღნიშვნას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/13.md
