---
title: "მუხლი 17¹. ინფორმაციის გადამოწმების უფლება — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/17-1"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. ინფორმაციის გადამოწმების უფლება — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/17-1

1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში  ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5978 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.65 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/18.md
