---
title: "მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/22"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "22"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/22

1. (ამოღებულია - 16.09.2020, №7130) .

2. კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა.

3. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგად კომერციული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან/და რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს.

4. კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირი და ადმინისტრატორი ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების კომერციული ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს/ადმინისტრატორს, რომელსაც ხელი მიუწვდება არასაჯარო ინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება.

5. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკის, პროცედურებისა და ტექნიკური სისტემების დანერგვა და მონიტორინგი. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს კომერციულ ბანკთან, მის მაკონტროლებელ პირებთან და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გადინების შეზღუდვას.

6. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

7. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტით დაუდგენს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებულ წესებს და განუსაზღვრავს შესაბამის საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციებს (ფულად ჯარიმას). საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6150 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7130 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/23.md
