---
title: "მუხლი 27. აუდიტი — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/27"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "27"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. აუდიტი — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/27

1. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებული არიან ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

2. კომერციული ბანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/28.md
