---
title: "მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/28"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "28"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/28

ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალსა და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ახორციელებენ. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/29.md
