---
title: "მუხლი 37¹³. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-13"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "37^13"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹³. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 37¹³ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-13

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/37-14.md
