---
title: "მუხლი 39. მოთხოვნები კომერციული ბანკის შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს მიმართ — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/39"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "39"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. მოთხოვნები კომერციული ბანკის შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს მიმართ — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/39

იმ კომერციულმა ბანკმა, რომელმაც ამ კანონის 10 1 მუხლის ამოქმედებამდე შექმნა ან შეიძინა შვილობილი საწარმო, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კანონის 10 1 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 23 თებერვალი. №121-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/38-1.md
