---
title: "მუხლი 6. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/6"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/6

1. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის განსაკუთრებულად სანდო ბანკი, კერძოდ, თუ მას აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე.

2. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი მას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს იმ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის ფილიალმა ან შვილობილმა კომპანიამ უნდა წარადგინოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/7.md
