---
title: "მუხლი 8³. ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/8-3"
law: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ"
article: "8^3"
identifier: "121"
adopted: "1996-02-23"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8³. ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია — კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 8³ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/8-3

1. კომერციული ბანკი, თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მისი მნიშვნელოვანი წილის  მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების შესახებ ან დაადასტუროს, რომ ცვლილებები არ ყოფილა.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის  მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/8-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32962-komertsiuli-bankebis-sakmianobis-shesakheb/8-4.md
