---
title: "მუხლი 18³. სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-3"
law: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
article: "18^3"
identifier: "matsne 32968"
adopted: "1996-03-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18³. სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 18³ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-3

1. სააგენტოს თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლებელია განახორციელოს სააგენტომ.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა (მიეცემათ) ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სააგენტოს თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

3. სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1357 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/18-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/19.md
