---
title: "მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/2"
law: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 32968"
adopted: "1996-03-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/2

1. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს და მოიცავს ამ კანონს და მის შესაბამისად მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებს.

2. ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა მიწის, ტყის, წყლისა და დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწერიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები დაცული ტერიტორიის გამოყენებისა და დაცვის დარგში რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/1-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/3.md
