---
title: "მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/8"
law: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 32968"
adopted: "1996-03-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი — დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/8

1. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

1¹. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №476).

2. დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.

3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).

4. შესაძლებელია დაცულ ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32968-datsuli-teritoriebis-sistemis-shesakheb/9.md
