---
title: "მუხლი 1 — საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33004-sakartvelos-teritoriaze-navtobis-transportirebis-zogierti-sashualebis-/1"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33004"
adopted: "1996-04-02"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33004-sakartvelos-teritoriaze-navtobis-transportirebis-zogierti-sashualebis-/1

1. რატიფიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება“) „ზოგიერთი არსებული მილსადენი საშუალებების სრულყოფისა და განახლების, ახალი მილსადენი საშუალებების შექმნისა და ამ საშუალებებით ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ“.

2. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება („ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია, ერთი მხრივ, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და, მეორე მხრივ, ამოკო კასპიან სიი პეტროლიუმ ლიმითედს: ბპ ექსფლორეიშენ (კასპიან სიი) ლიმითედს; დელტა ნიმირ ჰაზარ ლიმითედს; დენ ნორსკე შტატს ოლჯესელსკაპ ა.ს.-ს ექსონ აზერბაიჯან ლიმითედს; სააქციო საზოგადოება ლუკოილის; მაკდერმოტ აზერბაიჯან ინკ.-ს; პენზოილ კასპიან კორპორეიშენს; რამკო ჰაზარ ენერჯი ლიმითედს; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას; თურქი პეტროლერი ა.ო.-სა და უნოკალ ჰაზარ ლტდ.-ს და მათი წარმომადგენლების, სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამოსილი პირების ჩათვლით („ნავთობკომპანიები“) შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა.

3. მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხეშეკრულება („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა.

3¹. 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია ნავთობკომ-პანიებსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას შორის, ტექსტში „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“-ს ჩაენაცვლოს „შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია .

4. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის 1996 წლის 8 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) ცვლილება-დამატების განხორციელების შედეგად აღნიშნული ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) მოქმედების დასრულების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 8 ივნისი. საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3579-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.283 საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33004-sakartvelos-teritoriaze-navtobis-transportirebis-zogierti-sashualebis-/2.md
