---
title: "მუხლი 16. სარეფერენდუმო კომისიები — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/16"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სარეფერენდუმო კომისიები — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/16

1. რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ:
ა) ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია;
ბ) საოლქო სარეფერენდუმო კომისიები;
გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიები.

2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3. სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/17.md
