---
title: "მუხლი 20. რეფერენდუმის მომწყობი სარეფერენდუმო უბნები — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/20"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. რეფერენდუმის მომწყობი სარეფერენდუმო უბნები — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/20

1. საოლქო საარჩევნო კომისიები რეფერენდუმის გამართვამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივ პრესაში აქვეყნებენ შესაბამის ტერიტორიაზე შექმნილ სარეფერენდუმო უბნების სიას საზღვრების, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ადგილსამყოფლისა და კენჭისყრის ადგილების მითითებით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიები აუცილებლობის შემთხვევაში ცვლიან საზღვრებს სარეფერენდუმო უბნებს შორის ან ქმნიან ახალ უბნებს და საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/21.md
