---
title: "მუხლი 21. რეფერენდუმის მონაწილეთა სიები — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/21"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. რეფერენდუმის მონაწილეთა სიები — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/21

1. რეფერენდუმის მოსაწყობად გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი სია.

2. შესაბამისი საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სიებში სათანადო ცვლილებების შეტანას.

3. საუბნო საარჩევნო კომისიებს მოქალაქეთა სიები საჯარო გაცნობისათვის გამოაქვთ რეფერენდუმის გამართვამდე 10 დღით ადრე.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/22.md
