---
title: "მუხლი 22. სარეფერენდუმო ბიულეტენი — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/22"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სარეფერენდუმო ბიულეტენი — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/22

1. სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" _ "არა".

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3. შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/23.md
