---
title: "მუხლი 23. კენჭისყრის მოწყობა — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/23"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კენჭისყრის მოწყობა — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/23

1. რეფერენდუმის დღეს კენჭისყრა წარმოებს 8 საათიდან 20 საათამდე.

2. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, სადაც მოწყობილია საკმაო რაოდენობის კაბინები ან ოთახები ფარული კენჭისყრისათვის. განისაზღვრება ბიულეტენის გაცემის ადგილი, იდგმება ყუთი და თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების ტექსტი.

3. თითოეული ამომრჩეველი კენჭს უყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენებს იძლევა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს სიაში ხელმოწერით.

4. იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია კენჭისყრის მოწყობის ადგილზე მისვლა, მისი თხოვნით საუბნო საარჩევნო კომისია ავალებს თავის ორ წევრს მაინც მოაწყონ კენჭისყრა ამ ამომრჩევლის ყოფნის ადგილზე სიის დანართის საფუძველზე, რისთვისაც გამოიყენება ერთი გადასატანი კენჭისყრის ყუთი.

5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის სათანადო ორგანიზაციისათვის ეკისრებათ საუბნო საარჩევნო კომისებს.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/24.md
